2020-10-29 15:31:23, 1002 ნახვა
რეგიონი
სოფელ ვაიოში, მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
სოფელ ვაიოში, მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ადგილობრივებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნით ისარგებლონ.
სტადიონის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 122 000 ლარამდე დაიხარჯა.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქედის მერიის პრიორიტეტია და 6 წელია, რაც პროგრამულად ხორციელდება. წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, გარემონტდა ასევე ახოს, სოფელი ახოს, პირველი მაისის, ბზუბზუს, ნამლისევის მინი მოედნები, ხოლო ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
#სპორტულიინფრასტრუქტურა
#ჯანსაღიცხოვრებისწესი
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),