01:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 15:27:16, 353 ნახვა

პოლიტიკა
დავით დონდუა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ამავე დეპარტამენტის მრჩეველს ბატონ მარსელ კაპს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ბატონ კრისტიან ურსეს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-12 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. „ხელშეკრულების“ გაფორმებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების თაობაზე, აგრეთვე იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

ამასთანავე საუბარი შეეხო 2015 წლის 12 მაისს,  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1227-ე სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც კომიტეტი მოუწიდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის მექანიზმების მნიშვნელობაზე  და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილულ საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს ბატონმა დავით დონდუამ სტუმრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კვარტალური ანგარიში (2015 წლის აპრილი-ივნისი)  „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics