12:11 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 13:42:22, 427 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა: ყველა ობიექტური კვლევა და ასევე, მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნებში

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ამას ყველა ობიექტური კვლევა და ასევე, მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ  „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნების პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას - ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ!“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევების შეფასებას ეხებოდა.

მინსიტრის თქმით, არჩევნებში გამარჯვების რწმენის საფუძველს ხელისუფლებას არამხოლოდ კვლევები აძლევს, არამედ ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან.

„მე და ჩემი კოლეგები, პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის სხვა წევრები მუდმივად ვართ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ვხედავთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს, თუ ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც მოგვანიჭებს ნდომის მანდატს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ნათია თურნავას შეფასებით, ეს სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის.

„მათ პრაქტიკულად, სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და აქედან გამომდინარე, არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან. ყოვლად მიუღებელია, მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები!“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics