21:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 10:38:06, 432 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ანაკლიას ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობის არქიტექტურა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს და მასში ინტეგრირებულია როგორც სახანძრო-სამაშველო, ასევე, წყალზე სამაშველო ფუნქციები. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 30 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

ამ დრომდე, ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფი არ იყო. შენობის გახსნასთან ერთად შეიქმნა და ამოქმედდება ახალი სახანძრო-სამაშველო განყოფილება, რაც გაზრდის სტიქიაზე რეაგირების ეფექტიანობას.

ანაკლიაში, ასევე, განთავსდება მყვინთავთა ჯგუფი. 2020 წლის სექტემბერში ჩატარებული რეფორმის შედეგად შეიქმნა მყვინთავთა დასავლეთ საქართველოს განყოფილება, რამაც შესაძლებელი გახადა ანაკლიაში მყვინთავ მაშველთა დანაყოფის ჩამოყალიბება. ამავე რეფორმის ფარგლებში,შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, მყვინთავების ანაზღაურება 100%-ით გაიზარდა.

ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.

2012–2020 წლებში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები: ამბროლაურში, ყაზბეგში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, სიღნაღსა და ბორჯომში. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სრულდება: ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, მარტვილში, ჩოხატაურსა და აბასთუმანში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics