|
2020-10-27 22:08:41, 485 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ შევუსრულეთ დანაპირები საქართველოს 384 დასახლებულ პუნქტს, სადაც 2021 წლის ბოლომდე ბუნებრივი აირი შევა
საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილობრივ ოჯახებს ეწვია და გაზიფიცირების ქსელთან მიერთება პირადად მიულოცა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ საჩუქრად გაზქურებიც გადასცა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა საშუალება, ადგილობრივ ოჯახებში სიმბოლურად ამენთო გაზქურა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც რამდენიმე თვის წინ ვიყავით და შევპირდით მოსახლეობას გაზიფიცირების ისტორიული პროექტის განხორციელებას. წალენჯიხისთვის ეს მართლაც ისტორიული ამბავია, ვინაიდან აქამდე წალენჯიხას ისტორიაში ბუნებრივი გაზი არასდროს ჰქონია. გაზიფიცირების მასშტაბური სამწლიანი გეგმის ფარგლებში ჩვენ შევუსრულეთ დანაპირები არა მხოლოდ წალენჯიხელებს, არამედ საქართველოს 384 დასახლებულ პუნქტს, სადაც ბუნებრივი აირი 2021 წლამდე შევა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)