01:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 12:38:18, 293 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ მოსკოვი ნატოსთან ომში ჩასართავად მზადაა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემაში „HARDtalk“ მონაწილეობა მიიღო.

თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი საზოგადოების განწყობაზე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ ოფიციალური მოსკოვი მზადაა ნატოსთან ომში ჩასართავად,  დღევანდელ ევროპაში არსებული გარემოებების მიუხედავად.  ამ კითხვაზე ვრცელი პასუხი კი არის ნატოს ისტორია. სადაც კი ნატო გაფართოვდა, ყოველთვის მშვიდობა მიუტანა იმ ქვეყანას. არანაირი მაგალითი არ გვაქვს, რომ ნატოს გაფართოებას რომელიმე ქვეყანაში ომი, ან რაიმე გართულება მოჰყოლოდა. პირიქით, ამ ქვეყნების უსაფრთხოება გაიზარდა. ყოველთვის აღვნიშნავ, ბალტიისპირეთის ქვეყნები უსაფრთხოდ ცხოვრობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისგან თავისუფლები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ნატოში გაწევრიანდნენ. არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ საქართველოს შემთხვევაში სხვანაირად მოხდება“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთან, ჟურნალისტმა მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა-"თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, რა იქნება საქართველოს მიერ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი? 2008 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ევგენი ბუჟინსკის თქმით, თუ საქართველო ნატოში ახლო მომავალში გაწევრიანდება, აფხაზეთს დაესხმება თავს, ჩვენი პასუხი კი იქნება შემდეგი - ჩვენ აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვიმოქმედებთ, საქართველო კი იმოქმედებს ისე, როგორც ნატო გადაწყვეტს"

„საქართველოს გეგმაში არ არის ვინმეზე თავდასხმა“,-უპასუხა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics