00:04 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 13:40:05, 444 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ესებუას საქმე იმ მმართველობის ფორმის შედეგია, რომელიც ოლიგარქმა დაამკვიდრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდნენ ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს.

„ესებუას საქმე და ზუგდიდში მიმდინარე მოვლენები ნათლად გვაჩვენებს იმას, თუ როგორ არის ჩამოშლილი პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. განსაკუთრებით ის ინსტიტუტები, რომლებიც უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდნენ და ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, ზუსტად ეს არის იმ მმართველობის და მმართველობის ფორმის შედეგი რომელიც დაამკვიდრა ოლიგარქმა, როდესაც ყველა ემსახურება მას. პრაქტიკულად მას ადამიანების წინაშე არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics