10:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 12:26:57, 1510 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 23 ახალი პაციენტიდან 9 - თბილისში, 8 - აჭარაში, 2 - იმერეთში, 2 - შიდა ქართლში და 2 - მცხეთა-მთიანეთში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი  23 ახალი პაციენტიდან 9 - თბილისში, 8 - აჭარაში, 2 - იმერეთში, 2 - შიდა ქართლში და 2 - მცხეთა-მთიანეთში მკურნალობდა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 105 პირი იმყოფება.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის თბილისში - 9 ადამიანი, აჭარაში - 8, იმერეთში - 2, შიდა ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231. 3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 1 958, აჭარაში - 654; მძიმე პაციენტი - 482, მათ შორის, თბილისში - 238, აჭარაში - 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 105 პირი - მათ შორის, თბილისში - 61, აჭარაში - 23. 2 238 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 - აჭარაში, ხოლო 786 - თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 752, აჭარაში-1 926

სულ  6-26  ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 8 918 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28  067 პირი, საიდანაც თბილისში - 3 224 პირი, აჭარაში - 11 017, იმერეთში - 4 195.

ეს გახლავთ ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დღეის მდგომარეობით ასახავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“, -  აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics