21:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 15:06:32, 628 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაუნის სინდრომის ასოციაციის ცენტრის გახსნას დაესწრო. ასოციაციას, საკუთარი საქმიანობის განხორციელების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩიქოვანის ქუჩაზე 96 კვადრატული მეტრი სარემონტო ფართი გადასცა, რომლის გარემონტებაც ორგანიზაციამ ორწლიანი უზუფრუქტის  ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარ თავზე აიღო. სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 32156 ლარი შეადგინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მსგავსი ტიპის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ მშობლებზე. აქ იმოქმედებს ცხელი ხაზი და იქნება საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მიმართულია დაუნი სინდრომის მქონე ადამიანების ადრეული ასაკიდან ჩართვისკენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ცენტრი აერთიანებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც მოიცავს: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლებასა და განვითარებას, ოჯახების ინფორმირებასა და გაძლიერებას, ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას, სპეციალისტების პროფესიულ ზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ამჟამად, ორგანიზაცია აერთიანებს 600-მდე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ოჯახს ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის 300-მდე ოჯახს თბილისის მუნიციპალიტეტში.

ღონისძიებას მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები ირაკლი გვილავა და გელა ჩივიაშვილი, ასევე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე ესწრებოდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics