09:41 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 11:41:29, 1275 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - ბოლო 24 საათში დადასტურებული კოვიდ შემთხვევებიდან, ჰოსპიტალიზაციას 30%-ზე მეტი დაექვემდებარა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  ბოლო 24 საათში დადასტურებული კოვიდ შემთხვევებიდან, ჰოსპიტალიზაციას 30%-ზე მეტი დაექვემდებარა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სტანდარტით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 15-დან 20%-მდე შეადგენს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ბინიდან ჰოსპიტალიზებული იყო 194 ადამიანი, ცხელების ცენტრში გადაყვანილი იყო 278 ადამიანი, ცხელების ცენტრიდან კოვიდკლინიკაში დადასტურებული კოვიდით გადავიყვანეთ 34 ადამიანი, კლინიკიდან კარანტინში დავაბრუნეთ 77 ადამიანი, ვინაიდან მათ არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით გადავიყვანეთ 65 ადამიანი. საერთო ჯამში კი 30%-ზე მეტი ადამიანი დაექვემდებარა ჰოსპიტალიზაციას იმ ინფიცირებულებიდან, რომლებსაც გუშინ დაუდასტურდათ კოვიდ კარანტინი. საერთაშორისო სტანდარტით ჰოსპიტალიზაციის პროცენტი არის 15-დან 20%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ კომპონენტშიც თავისი მოქალაქეების მიმართ იჩენს მაქსიმალურ ყურადღებას და ყველა ჩვენს მოქალაქეს მიეწოდება ის საჭირო სამედიცინო დახმარება, რომელიც კოვიდის ფარგლებში მათთვის არის განსაზღვრული ყველა სახის პროტოკოლით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics