13:46 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 13:16:51, 696 ნახვა

კომენტარი
თემურ ხვიბლიანი - აბსოლუტური ტყუილი და ცილისწამებაა, რომ თითქოს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი მე ვარ

აბსოლუტური ტყუილი და ცილისწამებაა, რომ თითქოს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი მე ვარ, - ამის შესახებ თავდაცვმის სამინისტროს წარმომადგენელმა, თემურ ხვიბლიანმა განაცხადა.

ხვიბლიანი აღნიშნულის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„მინდა განვაცხადო, რომ ის ბრალდებები, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიებისა და პიროვნების მიერ არის აბსოლუტური ტყუილი, ცილისწამება და ცრუ ბრალდება. ასევე, ის რომ თურმე დავაკონკრეტებ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომლიც შეიჭრა ბანკის ზუგდიდის ფილიალში და ასევე ის რომ თურმე თანამზრახველად მყოლია ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი ვიმეორებ, რომ არის ტყუილი და ცრუ ბრალდება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიასა და გვერდებზე გავრცელდა და გამოიწვია საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა. ასევე დამიკავშირდა ერთ-ერთი არზის ჟურნალისტი და ცივად ღიად მეუბნება რომ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა მინიდაო და ვკითხე რატომ, აი , თქვენ გდებენ ბრალს ზუგდიდში ბანკში თავდასხმაზეო, დავუკონკრეტე რომ წყარო გადაამოწმოს და ნუ შეიყვანენ ხალხს შეცდომაში“, - განაცხადა ხვიბლიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics