01:34 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 13:57:01, 539 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - იმის მტკიცება, რომ სჯობდა ყაჩაღი განადგურებულიყო, არის ხელწერა, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ

იმის მტკიცება, რომ სჯობდა ყაჩაღიგანადგურებულიყო არის ის ხელწერა, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საგამომძიებლო პროცესი მიმდინარეობს და რატომ ვერ ხდება დამნაშავის ამოცნობა ეს კითხვა არარელევანტურია იმ რეალობასთან რომელიც გაგვაჩნია.

„საგამომძიებლო პროცესი მიმდინარეობს და რატომ ვერ ხდება დამნაშავის ამოცნობა ეს კითხვა არარელევანტურია იმ რეალობასთან რომელიც გაგვაჩნია. საკმაოდ მომზადებული დამნაშავე მონაწილეობს ამ პროცესში, რომლის იდენტიფიკაციისთვის საკმაო საგამომძიებლო რესურსი იქნება დახარჯული. ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ პოლიციის ხელმძღვანელობას, დაწყებული მინისტრიდან რიგით პოლიციელამდე დამთავრებული ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს სიცოცხლეს იცავენ. რასაკვირველია, სიცოცხლის დაცვა პოლიციის მთავარი ამოცანა იყო და მას საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. საფრთხე იყო რეალური, თუმცა იმის მტკიცება, რომ სჯობდა განადგურებულიყო ყაჩაღი და საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ ადამიანების სიცოცხლე არის სწორედ ის ხელწერა, რომელიც გარკვეული ტიპის პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ.წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნა ხელყოფილი. დარწმუნებული ვარ, რომ ოპერაციის მეორე ეტაპი როგორიც არის დამნაშავის აღმოჩენა, ასევე წარმატებული იქნება", - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics