22:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 11:19:30, 548 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ცხელებიანი პაციენტების მიღებაში საგარეჯოს, თეთრიწყაროს, ახალციხისა და ლანჩხუთის კლინიკებიც ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცხელებიანი პაციენტების მიღებაში საგარეჯოს, თეთრიწყაროს, ახალციხისა და ლანჩხუთის კლინიკებიც ჩაერთვებიან.

მისივე თქმით, კლინიკების სია დღეს გახდება ცნობილი.

„გვაქვს საკმაოდ დადებითი გაწერების დინამიკა აჭარაში და ქუთაისში. ქუთაისიდან 118 პაციენტი გაეწერა გუშინ, ხოლო აჭარაში 181 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება საწოლფონდის გადანაწილებას, ამ კუთხით ჩვენ რეგიონალურ ჭრილში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა, ხდება იქ საწოლების მობილიზაციის საჭიროება. ასევე, დღეს ვამტკიცებთ ბრძანებით იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში კიდევ დამატებით, ახალციხესა და ლანჩხუთში. ისინი მიიღებენ ცხელებიან პაციენტებს და გაუწევენ მათ საჭირო მკურნალობას და მომსახურებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics