20:55 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 16:51:58, 1352 ნახვა

ეკონომიკა
II კვარტალში სამსახური 15 600 ადამიანმა დაკარგა, მათგან 89% ქალია - ISET-ის კვლევა

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2020 წლის II კვარტალში სამსახური 15 600 ადამიანმა დაკარგა, მათგან 89% ქალია, 11% კი კაცი.

კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკამ საერთო ჯამში 43,8 ათასი დაქირავებული მუშა დაკარგა. დამატებით 9.600 ადამიანი კი თვითდასაქმებული გახდა.

„უმუშევრობის დონე არ გაიზარდა მკაცრი ჩაკეტვის, მოგზაურობის სხვადასხვა შეზღუდვებისა და საკარანტინო ზომების ფონზე. ეკონომიკამ საერთო ჯამში 43,8 ათასი დაქირავებული მუშა დაკარგა. დამატებით 9.600 ადამიანი გახდა თვითდასაქმებული, ხოლო 15,6 ათასი ადამიანი შეუერთდა უმუშევართა რიგებს.

მეორე კვარტალში 15,6 ათასი ახალი უმუშევრიდან 13,9 ათასი (89%) ქალი იყო, ხოლო 1,7 ათასი (11%) კაცი. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მამაკაცთა უმუშევრობის დონე მხოლოდ 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალთა უმუშევრობის დონე 1,8 პროცენტული პუნქტით.

ადვილი მისახვედრია, რომ ქალთა უმუშევრობის დონემ, რომლებმაც წინა კვარტალებში კლების ტენდენცია გამოავლინეს, COVID-19-ის პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა.

მონაცემები ასევე გვეუბნება, რომ 2020 წლის II კვარტალში 9,6 ათასი დამატებითი თვითდასაქმებულიდან 95%, ანუ 9,1 ათასი ქალი იყო.  43.8 ათასი დაქირავებული თანამშრომელი, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო, უმეტესწილად ქალები იყვნენ (99%)“, - ვკითხულობთ კვლევაში.


 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics