|
2020-10-22 12:10:13, 557 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია და არ იყო ერთი მონაწილე, გარედანაც ჰყავდა მას დამხმარეები
ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია და არ იყო მხოლოდ ერთი მონაწილე, გარედანაც ჰყავდა მას დამხმარეები, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური პასუხი გაეცა თავდამსხმელისთვის. „ეს იყო სრული ქაოსი, გაუგებრობა და ბოლოს ეს ქაოსი დაგვირგვინდა იმით, რომ გაიტაცა ფული, მძევლები და პოლიციელები, რაც მძიმე საყურებელი იყო და გაიქცა. მე ვფიქრობ, ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია და არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მონაწილე, ალბათ ესე ჩანდა, რომ გარედანაც ჰყავდა მას დამხმარეები. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადეკვატური პასუხი გაეცა მისთვის, კარგია ნამდვილად და ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მსხვერპლით არ დასრულდა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, გუშინ შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის ბანკში 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. დღის მეორე ნახევარში, მან მძევლ;ების თავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, თავდამსხმელმა სამი მძევლის თანხლებით ბანკის შენობა დატოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)