00:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 11:56:50, 542 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით საინფორმაციო პავილიონები განთავსდა

ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძის და მათ გადამკვეთ ქუჩებზე  ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებასთან დაკავშირებით,  საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები განთავსდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის   კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შეუძლია.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ უკვე კონკრეტულ უბნებში დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ბევრი ადამიანი სარგებლობს. მინდა  მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ზოგადად, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველაფერი, რისგანაც შედგება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკის რაიონშიც, ისევე, როგორც სხვა უბნებში, პარკირების ღირებულება 1 საათი 1 ლარი იქნება.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე უფასო იქნება შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.  უფასო პარკირებით ისარგებლებენ  A კატეგორიის ტაქსის მძღოლებიც, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება  1 საათი, ხოლო პირველი 15 წუთი უფასო“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics