06:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 10:07:18, 474 ნახვა

სამართალი
პოლიცია აგრარული ბაზრებზე კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, "კოვიდ19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე, შიდა პერიმეტრზე - სავაჭრო სივრცეში მოქალაქეების მიერ პირბადეების სწორად ტარებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics