05:07 - 06 Jun, 2026
|
2020-10-20 19:17:53, 4569 ნახვა
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილს კორონავირუსის ეშინია, ის მზადაა ვირტუალურ დებატებშიც შევიდეს მასთან. „მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს დამიჯდეს სატელევიზიო დებატებში, სადაც მთლიანად იქნება ის მხილებული, როგორც მატყუარა გადამგდები, მტაცებელი, ქვეყნის დამაქცევარი. რის შემდეგაც იმედია თვითონ დაკარგავს წაგებამდე პოლიტიკური მოღვაწეობის ყოველგვარ სურვილს. თუ ასე ძალიან ეშინია კორონასი, მე მზად ვარ ვირტუალურ დებატებშიც შევიდე მასთან“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)