00:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 11:42:58, 660 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჩხენკელი - სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დროებით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ

განათლებისა, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომდევნო კვირას, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იმ სკოლებში, სადაც არის საარჩევნო უბანია გახსნილი, მოსამზადებელი საარჩევნო სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი მხოლოდ იმ სკოლებისთვის, სადაც საარჩევნო უბნებია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics