08:42 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 13:18:54, 594 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია: პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ და ვერ დაემუქრება - მოვემზადოთ 31 ოქტომბრისთვის

პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება, - ამის შესახებ პრმიერ-მინისტრმა გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს.

„არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. არჩევნები არ გადაიდება, რამოდენიმე მიზეზის გამო, პირველი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში მისვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა.

არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებს და მეორე, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად, ერთადერთი მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხვოთ პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს წესების დაცვა. შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება, მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, უსაფრთხოდ ჩავატაროთ არჩევნები“, -განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics