12:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 12:23:31, 1993 ნახვა

გიორგი ვაშაძე - გახარიას და ივანიშვილს სანაძლეოს დავუდებ, რომ არჩევნებზე 35-36%-ზე მეტს ვერ აიღებენ

 გახარიას და ივანიშვილს სანაძლეოს დავუდებ, რომ არჩევნებზე 35-36%-ზე მეტს ვერ აიღებენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსთავის 2-ის მიერ დაკვეთილი Survation-ის კვლევა არ იძლევა ადეკვატურ მონაცემებს.

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ოპოზიცია მინიმუმ 62%-ს აიღებს.

„ვთხოვ Survation-საც, ასევე რუსთავი 2-ს, რომ ჩხიბაობას მოვეშვათ, აბსოლუტურად ადეკვატური მონაცემები დავდოთ, ეს არის რეალობას მოკლებული შედეგები. გარანტიას ვაძლევ და სანაძლეოს ვუდებ ბატონ გახარიას და ივანიშვილს, რომ ისინი ვერ აიღებენ 35-36%-ზე მეტს, რაზეც უნდა დღესვე გამოვიდნენ და სანაძლეოს დავუდებ.

რაც შეეხება მონაცემებს, ოპოზიცია მინიმუმ 62%-ს აიღებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics