01:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-18 13:36:02, 408 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს 274 ბინა გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში, ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ ასეთ მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი  აღარ იმყოფებოდეს. 

უახლოეს მომავალში, ქუთაისში,  ახალაშენებულ კორპუსებში  274 ბინა  ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics