22:19 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 18:19:26, 602 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - WTPO Awards 2020-ზე საქართველოს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა ექსპორტიორების მხარდაჭერის მიმართულებით ეფექტურია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. სააგენტომ გაიმარჯვა 18 ნომინანტს შორის.

„აღნიშნული საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა ექსპორტიორების მხარდაჭერის მიმართულებით ეფექტურია," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ეს გამოხატულია ექსპორტის ზრდაში. „მიუხედავად პანდემიისა, სექტემბერში ჩვენ ექსპორტის თითქმის 9-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, რაშიც ჩვენი მთავრობისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წვლილი საკმაოდ დიდია. ჩვენ ვეხმარებით ექსპორტიორებს, რომ უკეთ წარმოაჩინონ თავისი პროდუქცია საგარეო ბაზრებზე, ასევე დროულად აითვისონ და დანერგონ საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, ევროპული სტანდარტები, რათა ევროკავშირის ბაზარზე უკეთ იყვნენ წარმოდგენილი," - აღნიშნა მინისტრმა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ჯილდო შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა. საქართველოს მსგავსად საპატიო ჯილდო მიიღეს შვედეთისა და კოსტა-რიკის სააგენტოებმაც.

წლევანდელ ცერემონიაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ექსპორტის განვითარების კუთხით შემუშავებულ ინიციატივებზე.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics