2020-10-15 18:23:39, 1801 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარაში, კოვიდსასტუმროში კორონავირუსით 41 წლის ქალი გარდაიცვალა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით 41 წლის ქალი გარდაიცვალა.
უწყების განცხადებით, პაციენტი კოვიდსასტუმროში მკურნალობდა.
„კორონავირუსი მას 10 ოქტომბერს დაუდასტურდა, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კოვიდსასტუმროში. დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, - აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,