07:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 13:49:42, 1977 ნახვა

პოლიტიკა
ნოემბრიდან როგორც თბილისის, ასევე ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეისების ეტპობრივი აღდგენა იგეგმება

მივიღეთ გადაწყვეტილება, ნოემბრის თვიდან საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან იგეგმება უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება.

„მას შემდეგ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ნოემბრის თვიდან საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის შესახებ, მაგრამ ფრთხილად. პირველი ნაბიჯი იქნება ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ საფრანგეთის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებით, პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებებზე რეისების დამატება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს გადაადგილების შესაძლებლობას ევროპაში, ასევე ეკონომიკას მისცემს ცოტა მეტ ჟანგბადს და მოგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში. ამასთან, ნოემბერში, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები გაიხსნება, როგორც თბილისის მიმართულებით, ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას ვაკეთებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“, – განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics