|
2020-10-15 10:00:51, 538 ნახვა
ეკონომიკა
30 წლიანი პაუზის შემდეგ, სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემა ამოქმედდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანიის „საქართველოს მელიორაცია“ დირექტორთან, დავით წითლიძესთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. „სამელიორაციო-საირიგაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში, კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებშიც კი, შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ ქვემო ქართლის რეგიონში დავიწყეთ სრულდება, რაც, დამატებით, 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის წყალუზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპისთვის, მთლიანად ქვემო ქართლში, 20 000 ჰექტარზე მეტი ფართობი ირწყვება. წლიდან წლამდე, წყალუზრუნველყოფილი ტერიტორიები როგორც ქვემო ქართლში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს აჩენს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის არსებობის გარეშე, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებების პირობებში, თანამედროვე სოფლის მეურნეობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია წყლით უზრუნველყოფასთან, ვერ განვითარდება. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ სარწყავი და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ჩვენი მომდევნო ოთხი წლის მნიშვნელოვანი გეგმა და პრიორიტეტია“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. სოფლებში ხიხანსა და შაუმიანში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა 3 ათეული წელია არ ფუნქციონირებს. „საქართველოს მელიორაციის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა სატუმბი სადგურების მშენებლობა, სადაწნეო მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობა. ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია უტარდება ხიხანისა და შაუმიანის სარწყავ არხებს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 3 659 900 ლარს შეადგენს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშოები 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)