2020-10-14 16:45:29, 1519 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის საკრებულოს წევრს, მერაბ კვიცარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საკრებულოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე განცხადებით, კვიცარიძეს პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და ვირუსი განმეორებითი ტესტირებისას დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 150 შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,