2020-10-14 12:50:19, 1594 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 14 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 14 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 340 409 შემთხვევაა რეგისტრირებული.
გასულ დღე-ღამეში კოვიდ19-ით კიდევ 239 პაციენტი გარდაიცვალა, დაღუპულთა რიცხვმა კი 23 205 შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში კორონავირუსისგან 1 039 705 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან