19:32 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 13:37:21, 457 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი გარეჯზე - აქ არსებობს საქართველოს ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები და არა რუსული კვალი

„არანაირი რუსული კვალი არ არსებობს. აქ არსებობს საქართველოს ინტერესი და არსებობს საქართველოს ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები ნდა მათი მედია საშუალებები", - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გია ვოლსკი ასევე გამოეხმაურა წინა ხელისუფლების მიერ 307-ე მუხლის გაუქმების საკითხსა, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. მისი განცხადებით, ამ საკითხზე პასუხი უნდა გასცენ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მაშინ ქვეყანას მართავდნენ.

„წინასწარ ხელაღებით საუბარი იმაზე, რომ სამშობლოს ღალატის მუხლის გაუქმება უკავშირდება პირდაპირ დავით გარეჯს, არ შეიძლება, მაგრამ ფაქტი არის ძალიან მძიმე. მოხდა უბედურება, ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა ტელევიზიებით და ოფიციალური საშუალებებით განაცხადეს, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს და სულ ცოტა ხანში მოხდა იმ კანონის გაუქმება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს მე არ უნდა ვპასუხობდე. უნდა პასუხობდეს იმ პერიოდის პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ძალები, ვინც ამ ქვეყანას მართავდნენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics