06:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 17:59:08, 429 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ „TV პირველთან“ მილიონი ლარის ხელშეკრულება დადო

გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ, "სტრატეგია აღმაშენებელმა" "TV პირველთან" მილიონი ლარის ხელშეკრულება დადო. ინფორმაცია გაერთიანების დეკლარაციაშია ასახული. "TV პირველში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ნახევარი უკვე აითვისა და შესაბამისი თანხაც გადაიხადა. ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, ჯამში რამდენი წუთის განმავლობაში გადიოდა ამ არხზე მისი რეკლამა, რადგან ფასი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა გადაცემაში გადიოდა სარეკლამო რგოლი.

1-21 სექტემბრის ფარგლებში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ 2 027 870 ლარის სარეკლამო ხელშეკრულებები დადო. "TV პირველის" შემდეგ ყველაზე მეტი თანხა ბილბორდების განთავსებაში იხარჯება. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, მას სარეკლამო ხელშეკრულებები დადებული ჰქონდა "ფორმულასთან" (150 ათასი), "კავკასიასთან" (31 ათასი), გაზეთებთან - "ალია" და "კვირის ქრონიკა" (5 ათასი ლარი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics