|
2020-10-12 14:38:44, 539 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი, 2020-2021 სააღმზრდელო წელი დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სააღმზრდელო პროცესის წარმართვას დიდუბის რაიონში მდებარე N93 და N102 საბავშვო ბაღებში გაეცნო, სადაც დღეს აღსაზრდელების პირველი ნაკადი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად მიიღეს. „მინდა, ყველა პატარას მივულოცო სააღმზრდელო პროცესის დაწყება, განსაკუთრებით კი N93 და N102 ბაღების აღსაზრდელებს, რადგან მათ სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ადაპტირებულ გარემოში მოუწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. მართალია, პანდემიის გამო, ბავშვების მიღება განსხვავებული წესებითა და ფორმატით გვიწევს, მაგრამ ეს უპირველესყოვლისა, სწორედ ჩვენი პატარების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. N102 და N93 საბავშვო ბაღების მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი დაწესებულებები ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სავალდებულო საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად; დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ლიფტი შშმ პირთათვის და საევაკუაციო კიბეები; ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და თანამედროვე სათამაშო სივრცეები. დედაქალაქში ამჟამად, 183 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)