2020-10-12 13:48:19, 689 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანის საელჩო გარეჯის საქმეზე - არასწორი იქნება სხვა ქვეყნის იურიდიული საკითხებში ჩარევა
აზერბაიჯანის საელჩოში დღეს დავით-გარეჯთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ არასწორი იქნება სხვა ქვეყნის იურიდიულ საკითხებში ჩარევა.
საელჩოში აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ და საკითხზე მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთეს.
"განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთეს. უფრო კონკრეტულად, ისინი აცხადებენ, რომ არასწორი იქნება სხვა ქვეყნის იურიდიული საკითხებში ჩარევა", - განაცხადეს საელჩოში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან