23:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 12:59:45, 435 ნახვა

ეკონომიკა
„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე კარტოფილის მოსავლიანობა მაღალია

გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრის  პირველი მოადგილე  გიორგი ხანიშვილი შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე  იმყოფებოდა, სადაც კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

„სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანია იბრუნებს თავის ძირითად ფუნქციას, რაც საწარმოო ჯიშთა გამოცდას გულისხმობს. კომპანიამ უკვე მიიღო სათესლე ქერი და სათესლე კარტოფილი, რომელიც აუქციონის მეშვეობით იქნება რეალიზებული.  ჰექტარზე კარტოფილის მოსავლიანობა, მინიმუმ, 35-40 ტონაა,  რაც ძალიან კარგი შედეგია.  და რაც მთავარია, ეს არის  ხარისხიანი პროდუქტი“, -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ აგრონომის, გიორგი ბერუაშვილის განცხადებით,  ჯიშთა გამოცდის შედეგად, „მარფონა“ დაწინაურებული ჯიშია, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში კარგი  შედეგები აჩვენა როგორც მოსავლიანობის, ასევე ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე მორგების თვალსაზრისით. შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“  სამცხე -ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის 25 სხვადასხვა ჯიშზე დაკვირვებას ახორციელებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი 10 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც „მარფონას“ ჯიშის კარტოფილის მოყვანა აგროტექნიკური სამუშაოების სრული დაცვით ხორციელდება.

სადემონსტრაციო ნაკვეთში  მიმდინარე სამუშაოებს, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად,  „სოფლის განვითარების სააგენტოს“ პირველ მოადგილე ოთარ შამუგია და შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ დირექტორი შოთა ჯოგლიძე დაესწრნენ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics