2020-10-12 11:18:26, 627 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარაში კორონავირუსით 81 წლის მამაკაცი და 69 წლის ქალი გარდაიცვალა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა.
მისი თქმით, გარდაცვლილი 81 წლის მამაკაცი და 69 წლის ქალია.
„სამწუხაროდ გვაქვს 3 გარდაცვალების შემთხვევა. აქედან ერთი გახლდათ 81 წლის მამაკაცი, მეორე - 69 წლის ქალბატონი, მესამეს მონაცემებს კი ახლა ვაზუსტებთ. სამწუხაროდ, ყველა გატარებული ღონისძიების მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,