2020-10-12 10:57:33, 559 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 183 ბაღიდან, კორონავირუსის შემთხვევების გამო, 4 არ გაიხსნა
თბილისში 183 ბაღიდან, კორონავირუსის შემთხვევების გამო, 4 არ გაიხსნა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბავშვების მიღების წესის ორგანიზება თითოეულმა ბაღმა დონეზე მოახდინა.
„უამრავი რეგულაცია შემოვიდა ჩვენ ბაღებში იმისათვის, რომ ჩვენი პატარები იყვნენ უზრუნველყოფილი სრულიად უსაფრთხო გარემოთი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი, რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა, შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე მოახდინა.183 ბაღიდან გაიხსნა 179 ბაღი, 4 ბაღი არ გაიხსნა გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია“, - განაცხადა გვანცალაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან