07:57 - 06 Jun, 2026
|
2020-10-08 18:17:55, 4948 ნახვა
კულტურა
საქართველოდან „ოსკარზე“ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ გაიგზავნება
საქართველოდან „ოსკარზე“ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ გაიგზავნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით, ფილმების ნახვის შემდეგ მიიღო. ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 3 ქართული ფილმი იბრძოდა. ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ. ცნობისთვის, „ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება, ნომინაციები კი 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)