01:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 18:01:32, 544 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანმა EBRD-ის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო  ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი პრეზიდენტის არჩევნებში.

EBRD-ის მმართველთა საბჭომ დახურული კენჭისყრის წესით ბანკის ახალ პრეზიდენტად ოდილ რენო ბასო (Odile Renaud-Basso) აირჩია, რომელსაც ამ დრომდე საფრანგეთის ხაზინის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

„დღეს გაიმართა მნიშვნელოვანი არჩევნები. საქართველოს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა განვითარების პარტნიორმა - ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკმა აირჩია ახალი პრეზიდენტი. მინდა საქართველოს სახელით, ქალბატონ ოდილ რენო ბასოს მივულოცო არჩევნებში გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. განსაკუთრებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ძლიერი პარტნიორისა და დონორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. დარწმუნებული ვარ, ახალი პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია კვლავ დინამიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics