05:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 16:40:32, 1090 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე დებატები ვირტუალურ ფორმატში გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის მეორე საპრეზიდენტო დებატები ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

ამის სესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპსა და ბაიდენს შორის მეორე დებატები 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

დებატების ფორმატი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დონალდ და მელანია ტრამპებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და მკურნალობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ტრამპსა და ბაიდენს შორის აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატები გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics