20:39 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 12:36:52, 542 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ

პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას.

მისი თქმით, ივერი მელაშვილის და ნატალია ოლიჩოვას დაკავება აბსურდული ბრალდებებით აჩვენებს, თუ როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი.

„ივერი მელაშვილის და ნატალია ოლიჩოვას დაკავება აბსოლიტურად მოგონილი, აბსურდული ბრალდებებით, რომელსაც აშკარად პოლიტიკრუი ხასიათი აქვს, აჩვენებს იმას, როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ეხლა ეძებს  კიდევ რაღაც ახალ სკანდალს, რომ  გადააბრალოს ეს წინა ხელისუფლებას.

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არაფერი შესათავზებელი ხალხისთვის არ აქვთ და აქ არის ყველაზე დიდი კონტრასტი ქართული ოცნების და ივანიშვილის, ევროპულ საქართველოსთან, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა როგორ მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები და ქვეყანა წაიყვანოს წინ.

ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა და ბოლომდე გაკოტრდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების მადისკრედიტირებელი, რადგან არანაირი ახალი შეთავაზება, გეგმა და ხედვა, თუ როგორ შეიძლება ეს კრიზისი დაიძლიოს, ქართულ ოცნებას აღარ გააჩნია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics