01:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 12:13:49, 563 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს,  შვედეთის სამეფოს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყანაში ნარჩენების მართვის კუთხით  მიღწეულ  მნიშვნელოვან  შედეგებზე გაამახვილა. საუბარი შეეხო  ცირკულარული ეკონომიკის, დაცული ტერიტორიების და ტყის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები: ნინო თანდილაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი და შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics