07:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 11:15:58, 542 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ

კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიების სტატუსს მივანიჭებთ, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიებს საშემოსავლო და მოგების გადასახადი 5%-მდე შეუმცირდებათ.

„კომპანიებს, რომლებსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები, ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის შეღავათები, დაახლოებით ეს მცირდება 5%-მდე. ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში გლობალური კონკურეცია იქნება უაღრესად მძაფრი და ვაძლევთ ქართულ კომპანიებს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისო კომპანიების სტატუსი“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics