2020-10-08 10:30:22, 545 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა.
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა, კერძოდ 10 225-მდე გაიზარდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან