01:09 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 12:52:08, 613 ნახვა

ეკონომიკა
WB - ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4%-ით შემცირდება, რაც 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკური ვარდნაა

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4%-ით შემცირდება, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას წარმოადგენს.

ამის შესახებ ანგარიშსს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, თუმცა რისკები შესუსტებისკენ იხრება. 

„ევროპისა და ცენტრალური აზიის  რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის უახლესი გამოცემის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4 პროცენტით შემცირდება, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას წარმოადგენს.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება  2021 წლიდან, 1.1-დან 3.3 პროცენტამდე დიაპაზონშია მოსალოდნელი. პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, თუმცა რისკები შესუსტებისკენ იხრება“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მსოფლიო ბანში აღნიშნავენ, რომ აღდგენის ტემპი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ხანგრძლივობაზე, ვაქცინის ხელმისაწვდომობასა და განაწილებაზე, ასევე, გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების გაუმჯობესების ხარისხზე. პანდემიის გაუარესების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა რეგიონში შესაძლოა მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics