2020-10-07 11:12:09, 1027 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 58-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 4 518 აქტიური შემთხვევაა.
მისივე თქმით, კოვიდცენტრებში მოთავსებული 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„ამჟამად აქტიურია კორონავირუსის 4 518 შემთხვევა, აქედან 58 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათგან 8 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან