2020-10-07 11:07:51, 920 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 4 ახალი პაციენტიდან 2 აჭარაში, 1 თერჯოლაში, 1 კი თბილისში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 4 ახალი პაციენტიდან 2 აჭარაში, 1 თერჯოლაში, 1 კი თბილისში მკურნალობდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი 83 წლის პაციენტი კლინია „ამტელში“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან იყო გადაყვანილი.
„ბოლო 24 საათში 4 გარდაცვლილია, მათ შორის ორი აჭარაშია, 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალბატონი, თანმხლები დაავადებებით, ასევე ერთი გახლავთ 88 წლის ქალბატონი თერჯოლაში გარდაცვლილი და ერთი თბილისში, მე როგორც ვიცი პაციენტი გადაყვანილი იყო კლინია „ამტელში“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან და იყო 83 წლის“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან