2020-10-05 13:04:22, 575 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სეზონური გრიპის ვირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყება
ერთი კვირის მანძილზე ჩვენ უკვე ველოდებით, რომ პირველი ნაწილი ვაქცინის იქნება ქალაქში და დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეძენილია ვაქცინის დამატებითი რაოდენობაც, რაც მოსახლეობაში ვაქცინაციის სურვილის გაზრდის შედეგია.
„ვაქცინა არის შეძენელი, ჩვენ კიდევ ვზრუნავთ იმაზე, რომ შევიძინოთ დამატებითი რაოდენობა ვაქცინის, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა ასევე სურვილი იმისა, რომ ისინი იყვნენ აცრილები და შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ჩვენ უკვე ველოდებით, რომ პირველი ნაწილი ვაქცინის იქნება ქალაქში და დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან