2020-10-05 11:11:03, 987 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილ 65 წლისა და 80 წლის პაციენტებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნონა ეფაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორივე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.
„გამოვლინდა ახალი 416 შემთხვევა. სამწუხაროდ არის ორი გარდაცვალების შემთხვევა. ეს გახლავთ 80-ისა და 65 წლის ქალბატონები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილი იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ეფაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 375 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 2 პაციენტი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან