2020-10-05 11:06:42, 869 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში, ხოლო 72 თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში, ხოლო 72 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული სექტორის ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 077 აქტიური შემთხვევაა.
„რეგიონების მიხედვით განაწილება შემდეგია: აჭარა 416, თბილისში 72, იმერეთი 44, სამეგრელო-ზემო სვანეთი 23, ქვემო ქართლი 10, გურია 8, სამცხე-ჯავახეთი 3, კახეთში 1 და შიდა ქართლშიც 1”, - განაცხადა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 375 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 2 პაციენტი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან