00:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 12:11:44, 524 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთლიან რეგიონზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია ძალიან ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთლიან რეგიონზე.

მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობასა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა ვითარების დეესაკალაცისთვის.

„მოგეხსენებათ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების შედეგად შექმნილია უაღრესად ცუდი ვითარება. სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება დიალოგის განახლება. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კვლაც მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავის შესაძლებლობები დეესკალაციის მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე და საქართველო ყოველთვის იყო და არის ერთგული ჩვენი ვალდებულებების, როგორც ჩვენი მეზობლების მიმართ, ისე საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით გახლდათ ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ. ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე და ყველა ქმედების შესახებ, რაც არის მიღებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისინი იყვნენ ინფორმირებულები.

რაც შეეხება ნებისმიერი სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით ქართული მხარე სრულიად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენ ვიქნებით მომავალშიც ერთგული ამ საერთაშორისო ვალდებულების“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics