00:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 11:36:58, 466 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში ბავშვთა უფლებების შესახებ მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში: „ბავშვთა უფლებები საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, დიპლომატიური კორპუსის და პარტნიორი ქვეყნების აკადემიური სფეროს მოღვაწეების ჩართულობით დისკუსიის გამართვას ბავშვის უფლებათა სწავლების ინტეგრირებაზე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელთა მოდულებში.

მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ბავშვის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო გეგმებზე. ნინო ცაციაშვილმა ისაუბრა ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნების სასწავლო კურიკულუმში ინტეგრირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკადემიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სპეციალიზებული დანაყოფის შექმნისა და ბავშვის ინტერსებზე მორგებული გარემოს შექმნის მიზნით სხვადასხვა დეპარტამენტებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, სამართალწარმოების ეტაპზე ბავშვის საუკეთესო ინტერსების მხარდაჭერაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მუშაობის შედეგად.

დასასრულს, მინისტრის მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics